eTwinning პროექტი
XXI საუკუნის ქართული სოფელი
პროექტის შესახებ
კიდევ ერთხელ გაიცნონ და გააცნონ მოსწავლეებმა დაინტერესებულ პირებს თანამედროვე ქართული სოფელი თავისი ყოველდღიურობითა და მომავლის პერსპექტივით,თუ როგორია მისი წარსული და თანამედროვე ცხოვრების სტილი,ის ტრადიციები თუ გამოწვევები, რის წინაშეც დგას იგი დღეს,XXI საუკუნეში ,რა და როგორ შეიძლება შევცვალოთ უკეთესობისაკენ და გავხადოთ უფრო შინაარსიანი მომავალი თაობის აქტიური ჩართულობით
მოსწავლეები საქართველოს, და დაინტერესების შემთხვევაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, გააცნობენ და გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარი ცხოვრების სტილს და რიტმს სოფლად,თუმცა ქალაქის მოსწავლეებსაც შეუძლიათ ჩართვა ,რადგან მათი გადასახედიდადნ დანახული მოსაზრებები და იდეები ძალიან საინტერესო იქნება .ძველი და ახალი გადმოსახედიდან შეაფასებენ მოსახლეობის ცხოვრების დონეს ,კულტურას,მიღწევებს თუ როგორ ცხოვრობენ და ატარებენ თავისუფალ დროს მათი თანატოლები.დასახავენ გზებს თანამოაზრეებთან და თემის მოსახლეობასთან ერთად,თუ რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესი მომავლისათვის,
მოსწავლეები გაეცნობიან ერთმანეთს და საკუთარ ყოველდღიურობაზე ისაუბრებენ,რა მოსწონთ ,რა არ მოსწონთ,რას შეცვლიან უკეთესობისკენ.შემდეგ მოაწყობენ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან,თუ როგორი იყო წლების წინ მათი თანატოლების სოფლად ცხოვრება,თუ არსებობდ,ა ან რა შემეცნებით-საგანმანათლებლო ,გასართობი დაწესებულებები არსებობდა მათ სოფელში, გააცოცხლებ ენ მივიწყებულ ტრადიციებს თუ დღესასწაულებს. თუ საინტერესოდ და საჭიროდ ჩათვლიან ,დასახავენ მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებს თუ როგორ გახადონ უკეთესი, საინტერესო და შინაარსიანი თითოეული დღე სოფლად, წარადგენენ პრეზენტაციებს,შექმნიან ბუკლეტებს და დაარიგებენ მოსახლეობაში
დევიზი ,,სოფელი ერთისათვის და ერთი სოფლისათვის" შესაბამისად ,ქვეყნისათვის!
პირველ რიგში ეს ხელს შეუწყობს სოფლად ცხოვრების პოპულარიზაციას ,რომ მიუხედავად სირთულეებისა ამ ეტაპზე,მას ბევრი დადებითი და საინტერესო მხარეც აქვს,სხვადასხვა კუთხეში არსებული ტრადიციების გაცნობა,რა თქმა უნდა,მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და ჩართულობა საერთო საქმეში,საკუთარი ცოდნისა და წილი პასუხიმგებლობის გამოყენება და გაზიარება პრაქტიკაში სკოლისა თუ სოფლის სასიკეთოდ.
No comments:
Post a Comment